leaderboard_below_slide
left_sabechdi

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრაკალში, დოესში, ზემო ჩოჩეთში და მეფისქალაქში გაიმართა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები სოფელ  გრაკალში, დოესში, ზემო ჩოჩეთში და  მეფისქალაქში გაიმართა.

ადგილობრივებს, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი  და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.

ადგილობრივებმა დასახელებული პრობლემებიდან პრიორიტეტულ საკითხებად სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია, გარე განათების, შიდა საუბნო გზების მოწესრიგება  და სკვერის მოწყობა დაასახელეს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.

 

ასევე იხილეთ