leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: აუცილებლად უნდა აიკრძალოს ეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჰქვია კოლექტიური “ნაცმოძრაობა”

“აუცილებლად უნდა აიკრძალოს ეს პოლიტიკური ჯგუფი, ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ნაცმოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ კომისიასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კომისია თავს მოუყრის მტკიცებულებებს, რომელიც გამოთხოვილი იქნება სხვადასხვა უწყებებიდან, ასევე, მოხდება მოწმეთა ჩვენებების შეგროვებაც.

„ეს კომისია თავს მოუყრის იმ უკვე არსებულ მტკიცებულებებს, რომელიც ასახავს და ამტკიცებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებს და რა თქმა უნდა, მორიგ ჯერზე მოვიპოვებთ იმ მტკიცებულებებს მოწმეების სახით იქნება ეს თუ სხვადასხვა უწყებებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების სახით, დამატებით მტკიცებულებებს, რომელიც ასევე, იქნება საფუძველი იმ დასკვნისა, რომელსაც კომისია დადებს ვადის ბოლოს და ბუნებრივად უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი და აუცილებლად უნდა აიკრძალოს ეს პოლიტიკური ჯგუფი, ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, 2003-2012 წლებში „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესწავლის მიზნით, საგამოძიებო კომისიის კვოტები განსაზღვრა.

კომისიაში 10 დეპუტატი იქნება, 5 უმრავლესობიდან და 5 ოპოზიციიდან.

ასევე იხილეთ