ლევან მახაშვილი გახარიას პარტიაზე: პარლამენტში არ არის ადგილი მათთვის, ვინც უგულებელყოფს და არ აღიარებს არჩევნებს
“საქართველოს პარლამენტში არ არის ადგილი მათთვის, ვინც უგულებელყოფს და არ აღიარებს არჩევნებს, რომელიც უგულებელყოფს დემოკრატიას და რომელიც უგულებელყოფს საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გახარიას პარტიასთან დაკავშირებით.
მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ გახარიას პარტიას პარლამენტში შესვლა სურს, თუმცა ბულინგის ეშინია.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით ისევ არ მიუმართავთ.
გახარიას თანაპარტიელები დღეს ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ, ბარიერგადალახული სამი ოპოზიციური პარტია გახარიას გუნდს მანდატების დათმობისკენ მოუწოდებს.