“უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოთმინებაა საჭირო”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებასთან დაკავშირებით აშშ-დან, ჯერჯერობით, არსებითი წინადადებები არ არის.
“ამ დროისთვის თემაზე დასამატებელი არაფერი გვაქვს. ბევრი განცხადება და ინფორმაცია ვრცელდება, რომლებიც მეორე დღეს უარყოფილია ან იცვლება. არ არსებობს, არც შესაძლებლობა და არც სურვილი გვაქვს, რომ გამოვეხმაუროთ ყველა ასეთ განცხადებას, სანამ რაიმე არსებითი არ იქნება, ამ საკითხთან დაკავშირებით უბრალოდ მოთმინება გვჭირდება”, – აღნიშნა პესკოვმა.