პიტერ სიიარტო: უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის საკითხს გადახედავს
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ მისი ქვეყანა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის საკითხს გადახედავს.
როგორც პიტერ სიიარტომ აღნიშნა, ბოლო დროს ჰააგის სასამართლო მიკერძოებულ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაიქცა და საერთაშორისო სამართლის მთელი სისტემის დისკრედიტაცია მოახდინა.
ცნობისთვის, ტრამპმა დღეს აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა. ტრამპი ფიქრობს, რომ სასამართლომ უკანონოდ დაიწყო აშშ-ის ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოძიება და აგრეთვე 2024 წლის ნოემბერში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. ეს ხდება მაშინ, როცა არც აშშ, არც ისრაელი რომის სტატუტის წევრი არ არის.