leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარკ რუტე: 2024 წელს ევროპამ და კანადამ თავდაცვის ხარჯები 20%-ით გაზარდეს

Mark Rutte, minister-president, minister van Algemene Zaken. Beeld: ©RVD – Valerie Kuypers en Martijn Beekman

2024 წელს ევროპამ და კანადამ თავდაცვის ხარჯები 20%-ით გაზარდეს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

„მზად ვარ, მომავალ კვირას ვუმასპინძლო თავდაცვის მინისტრების შეხვედრას, სადაც განვიხილავთ თავდაცვაში მეტი და უკეთესი ინვესტიციების საკითხს“, – განაცხადა რუტემ.

მისივე თქმით, ინვესტიციები ბოლო წლებში 640-დან 700 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

„ფაქტობრივად, 2024 წელს ევროპასა და კანადაში ხარჯები 20%-ით გაიზარდა, რამაც ბოლო წლების მთლიანი დამატებითი ინვესტიცია 640 მილიარდი დოლარიდან 700 მილიარდ დოლარამდე გაზარდა“, – განაცხადა რუტემ.

ასევე იხილეთ