თამთა მეგრელიშვილი კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით: თუ კი ეუთო/ოდირის მოსაზრებები გასათვალისწინებელია, რატომ არ დაეყრდნენ არჩევნების ირგვლივ მათ პოზიტიურ დასკვნას და რატომ არ გამოაცხადეს არჩევნები შემდგარ მოვლენად?
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
„ეუთო/ოდირის დასკვნა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ევროპულმა ბიუროკრატიამ არ გაიზიარა და აგენტებს დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებინებდნენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა არაფერს წარმოადგენდა, ახლა კი, ჰოი საოცრებავ, საქართველოს ხელისუფლებას თავად მოუწოდებენ ქვეყნის შიდა საქმეებზე გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ მიიღონ”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, ამ ფონზე ჩნდება ლეგიტიმური კითხვა – თუ კი ეუთო/ოდირის მოსაზრებები გასათვალისწინებელია, რატომ არ დაეყრდნენ არჩევნების ირგვლივ მათ პოზიტიურ დასკვნას და რატომ არ გამოაცხადეს არჩევნები შემდგარ მოვლენად? ეუთო/ ოდირი ჩატარებული არჩევნების შეფასებისას მიუღებელი იყო და საინტერესოა ახლა მისაღები რა მოტივითაა?!
მანვე აღნიშნა, რომ ევროპული სახელმწიფოების/ორგანიზაციების ლიდერთა ნაწილისთვის საქართველოში მოქმედი ხელისუფლება ხან არალეგიტიმურია, ხან კი ლეგიტიმური – კაია კალასმა და მარტა კოსიმ განცხადებაში გამოიყენეს ფრაზა “საქართველოს ხელისუფლება“.
„ეუთო/ოდირის დასკვნა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ევროპულმა ბიუროკრატიამ არ გაიზიარა და აგენტებს დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებინებდნენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა არაფერს წარმოადგენდა, ახლა კი, ჰოი საოცრებავ, საქართველოს ხელისუფლებას თავად მოუწოდებენ ქვეყნის შიდა საქმეებზე გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ ეუთო/იდირის დასკვნის შემდეგ მიიღონ.
ამ ფონზე ჩნდება ლეგიტიმური კითხვა – თუ კი ეუთო/ოდირის მოსაზრებები გასათვალისწინებელია, რატომ არ დაეყრდნენ არჩევნების ირგვლივ მათ პოზიტიურ დასკვნას და რატომ არ გამოაცხადეს არჩევნები შემდგარ მოვლენად? ეუთო/ ოდირი ჩატარებული არჩევნების შეფასებისას მიუღებელი იყო და საინტერესოა ახლა მისაღები რა მოტივითაა?!
ამასთან ევროპული სახელმწიფოების/ორგანიზაციების ლიდერთა ნაწილისთვის საქართველოში მოქმედი ხელისუფლება ხან არალეგიტიმურია, ხან კი ლეგიტიმური, ფაქტია მათ პოლიტიკურ პოზიციებში დიდი ქაოსია. კაია კალასმა და მარტა კოსიმ განცხადებაში გამოიყენეს ფრაზა “საქართველოს ხელისუფლება“ რაც, რა თქმა უნდა სწორია და მათივე რეპუტაციისათვის კარგია, რადგან ევრობიუროკრატებმა უნდა გაითავისონ, რომ დროა შეწყვიტონ სახელისუფლებო გუნდთან შანტაჟის ენით საუბარი, აღიარონ ქართველი ამომრჩევლის პოლიტიკური ნება და საქართველოს ხელისუფლებასთან სამართლიანი თამაშის წესებით იმოქმედონ. ამგვარი პოლიტიკური მიდგომა ცალსახად ორივე მხარისათვის უკეთესია“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.