ზაალ ანჯაფარიძე: ახალი თაობის ევრობიუროკრატიას კი საქართველოს მიმართ ერთი შეხედვით უცნაური რეფლექსიები ჩამოუყალიბდა. მათი სახელია ორმაგი სტანდარტები
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარის მარტა კოსის მიერ საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ევროკომისრების განცხადებები ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.
„ევრობიუროკრატია არ იცვლება. ახალი თაობის ევრობიუროკრატიას კი საქართველოს მიმართ ერთი შეხედვით უცნაური რეფლექსიები ჩამოუყალიბდა. მათი სახელია ორმაგი სტანდარტები ევროკავშირის ორი ახალი ევროკომისარის კაია კალასის, მარტა კოსის დღევანდელი მოწოდებები საქართველოსთან დაკავშირებით, სწორედ ამ ორმაგი სტანდარტების დასტურია.
თითქოს copy-paste აქვთ გადმოღებული აქაური ენჯეოების და ოპოზიციის ნარატივებიდან“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქზე.