შემდეგ კვირაში შესაძლოა, აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შედგეს. ამის შესახებ თეთრი სახლის UNIANI-ს ცნობით, ტრამპმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა.
მისივე თქმით, საუბარი ასევე შედგება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც.
„სავარაუდოდ, მომავალ კვირას პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები. დიდი ალბათობით, დაველაპარაკები პუტინსაც. ვისურვებდი, რომ ეს ომი დასრულდეს. მე მინდა, რომ ეს უბრალოდ, ადამიანური მიზეზების გამო დასრულდეს. ის, რაც ხდება, საშინელებაა. ისინი სიმაგრეების გარეშე, მინდვრებში იბრძვიან. ერთადერთი, რამაც ტყვია შეიძლება შეაკავოს – ადამიანის სხეულია. მინდა, რომ ეს უაზრო ომი დასრულდეს“, – განაცხადა ტრამპმა.