აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ილონ მასკს პენტაგონისა და განათლების დეპარტამენტის ხარჯების გადახედვას დაავალებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
„პენტაგონი, განათლების დეპარტამენტი – თითქმის ყველაფერი. ჩვენ ყველაფერს გადავხედავთ“, – განაცხადა ტრამპმა.
„მე მას [ილონ მასკს] დავავალე, გადახედოს განათლების დეპარტამენტს, გადახედოს პენტაგონს, რომელიც სამხედრო სტრუქტურაა. და, სამწუხაროდ, თქვენ აღმოაჩენთ რაღაცებს, რაც ნამდვილად ცუდია“, – დასძინა ტრამპმა.