ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. კაია კალასი და მარტა კოსი აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ სტანდარტებს შორდება.
ევროპელი ლიდერები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ აქციაზე დაკავებულები და უზრუნველყონ დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან.
მმართველ გუდში აცხადებენ, რომ ეს განცხადება ორმაგი სტანდარტია, რასაც მათივე თქმით, ევროპული ბიუროკრატია წლების განმავლობაში ჩვენ გვთავაზობს.
„როდესაც ჩვენ არჩევნები ჩავატარეთ ქვეყანაში და ეუთო/ოდირმა ძირითად ნაწილში დადო დასკვნა, რომ საქართველოში იყო თანაბარ კონკურენტუნარიანი არჩევნები, მაშინ რატომღაც ეუთო/ოდირს უწოდეს ურეიტინგო ორგანიზაცია და დღეს გვთხოვენ, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს დაველოდოთ და ამის შემდეგ მივიღოთ კონკრეტული სამართლებრივი გადაწყვეტილება ამა თუ იმ კანონთან დაკავშირებით. ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი, რასაც ევროპული ბიუროკრატია წლების განმავლობაში ჩვენ გვთავაზობს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.