„USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება „დიფ სთეითს“, „დიფ სთეითი“ – ოლიგარქიულ გავლენებს“, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, დღევანდელი მოცემულობით, „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის, მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით, შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს.
„მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა ნაცაგენტურის და მისი პატრონების სუბორდინაციაში:
USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება „დიფ სთეითს“, „დიფ სთეითი“ – ოლიგარქიულ გავლენებს.
რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას:
„დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით. შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს.
არ იქნება სამართალი – არ იქნება მშვიდობა!
ცეცხლი ოლიგარქიას!
ოლეე, ოლაა-ზე იხ. პრემიერის დღევანდელი კომენტარი“, – წერს მამუკა მდინარაძე.