leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვის და რისთვის სჭირდება ქართულ სასამართლოში უცხოელი მეურვეები

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოკავშირე მოსამართლეებს მიაგნო. რამდენიმე მოსამართლე საკუთარი ნებით უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ გაკონტროლების მომხრეა.

სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე, თელავის რაიონული სასამართლოს უვადო მოსამართლე მამუკა წიკლაური და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი ე.წ. ვეტინგის მოდელს ემხრობიან.

მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ეს მოსამართლეები „ნაციონალური მოძრაობის“ კლანის წევრები და მათი დამფინანსებლების ის რჩეულები არიან, რომლებზეც ისინი წლებია ფსონებს დებენ.

ასევე იხილეთ