leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი გაბუნია მზია ამაღლობელზე: ადამიანი, რომელიც ხელს დაარტყამს სამართალდამცველს, საზოგადოების თვალში გმირი ვერ გახდება – მინდა, მას გონიერებისკენ მოვუწოდო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია მზია ამაღლობელს ჯანმრთელობას უსურვებს და მოუწოდებს, მეტი გონივრულობა გამოიჩინოს და საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოს.

„წლების განმავლობაში თავად გახლდით უფლებადამცველი და შეუძლებელია მზია ამაღლობელის საკითხი არ მაწუხებდეს. მინდა ქალბატონ მზიას ჯანმრთელობა ვუსურვო და მოვუწოდო, რომ მეტი გონივრულობა გამოიჩინოს და საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოს. მაგრამ, უნდა ითქვას, ის, რომ მან ხელი დაარტყა სამართალდამცველს და ადამიანი, რომელიც ხელს დაარტყამს სამართალდამცველს, საზოგადოების თვალში გმირი ვერ გახდება. სინანული, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ბუნებრივია არ გვაძლევს საფუძველს, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კომენტარი გავაკეთოთ.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მაწუხებს ამ ადამიანის საკითხი, შემაშფოთებელია ის, რომ ამდენი დღეა შიმშილობს და მინდა მას გონიერებისკენ მოვუწოდო და მაქსიმალურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ „დღის ქრონიკაში“.

„ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამაღლობელი, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აქციაზე 11 იანვარს დააკავეს. პირველ ჯერზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ ის ხელწერილით გაათავისუფლეს, შემდეგ კი ამაღლობელმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – ხელი გაარტყა, რის შემდეგაც ის ისევ დააკავეს.

ასევე იხილეთ