leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის მაღალჩინოსანთა განცხადებაზე: ეს ორმაგი სტანდარტია

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მოწოდებებს საქართველოს ხელისუფლებას მიმართ ორმაგ სტანდარტად აფასებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, როცა სჭირდებათ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმურ ხელისუფლებას მოიხსენიებენ.

„როდესაც ეუთო/ოდირის საპარლამენტო ანგარიში გამოქვეყნდა არჩევნებთან დაკავშირებით, რომელშც ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ყველა სუბიექტს საშუალება ჰქონდა ეწარმოებინა თავისუფალ გარემოში საარჩევნო კამპანია, მაშინ მათ ეუთო/ოდირის გაშავება დაიწყეს, ამ შემთხვევაში პირიქით საუბრობენ, ეს, რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტია. როდესაც მათ რაღაც სჭირდებათ “ქართული ოცნებისგან”, მოგვიხსენიებენ, როგორც ხელისუფლებას, როდესაც არ სჭირდებათ, მაშინ ჩვენს ლეგიტიმაციას არ აღიარებენ“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასიმ და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსიმ განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია: „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ასევე – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“. ავტორები საკანანმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მოუწოდებენ ხელისუფლებას, „შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაზრდისგან და დაელოდოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE / ODIHR) დასკვნას, სახალხო დამცველის მოთხოვნის შესაბამისად.“

ასევე იხილეთ