leaderboard_below_slide
left_sabechdi

ქართველმა მოფარიკავე გიორგი ურუშაძემ საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პრაღაში ხმლით მოფარიკავეებს შორის კადეტთა ციკლის ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა მოფარიკავე გიორგი ურუშაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მერვედფინალში მან უკრაინელი მეტოქე 15:7 დაამარცხა, მეოთხედფინალში პოლონელ მეტოქეს დაუპირისპირდა და 15:5 სძლია, ნახევარფინალური შეხვედრა კი თურქ სპორტსმენთან 15:10 დათმო და მესამე ადგილს დასჯერდა.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე იხილეთ