ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, „ბაკურიანი 2025“-ის ფარგლებში, მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი საქართველოშია.
დღესვე, სპიროს კაპრალოსმა „ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა მოინახულა და მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო.
სპიროს კაპრალოსი საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში იმყოფება.
9-16 თებერვალს ზამთრის სპორტის სახეობებში ასპარეზობა უკვე ბაკურიანსა და ბათუმში დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა ფესტივალს უახლესი ინფრასტრუქტურით ხვდება.