leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზაზა ფაჩულია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ელჩად დაინიშნა

ქართული კალათბურთის ლეგენდა ზაზა ფაჩულია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ელჩად დაინიშნა. NBA-ის სამგზის ჩემპიონი საპატიო თანამდებობაზე, ლეგენდარულ ამერიკელ კალათბურთელთან, სტეფან კარისთან ერთად, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა წარადგინა. ღონისძიება სან-ფრანცისკოში, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ არენაზე შედგა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სპორტის ელჩების მთავარი მიზანია, ისეთი ინიციატივებისა და აქტივობების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს სპორტის დახმარებით ტურიზმის განვითარებას, კულტურათა შორის კავშირების გაღრმავებას და ამ ყველაფრის საფუძველზე მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. ზაზა ფაჩულია, სხვა ელჩებთან ერთად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწორედ მსგავსი ტიპის აქტივობებსა და ინიციატივებში იქნება ჩართული.

ორგანიზაციის სპორტის ელჩები ლეგენდარული ფეხბურთელები არიან – ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა, დიდიერ დროგბა, იკერ კასილიასი და ფერნანდო იერო. აღსანიშნავია, რომ მოქმედ ელჩებს შორის საკალათბურთო სამყაროდან მხოლოდ ზაზა ფაჩულია და სტეფ კარი იქნებიან.

ასევე იხილეთ