leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბაკურ ბაკურაძე ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე: მთელი მსოფლიო შემოვა ხორუმზე სპეციალურად ხვალინდელი დღისთვის, ხორუმი ფონად გაჰყვება სპორტსმენების აღლუმს

“მთელი მსოფლიო შემოვა ხორუმზე სპეციალურად ხვალინდელი დღისთვის, ხორუმი ფონად გაჰყვება სპორტსმენების აღლუმს”, – აცხადებს ევროპის ზამთრის მე-17, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიის რეჟისორი, ბაკურ ბაკურაძე.

„ვეცდებით, რომ საქართველო წარმოვაჩინოთ თავისი საუკეთესო ტრადიციებით და გაჟღერდება როგორც ქართული ტრადიციული სიმღერა, ასევე იქნება ქართული ტრადიციული ცეკვა. ერთ-ერთი სიურპრიზი იქნება ის, რომ მთელი მსოფლიო შემოვა ხორუმზე – სპეციალურად ხვალინდელი დღისთვის, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა ჩვენს ორკესტრთან და ეთნო მუსიკოსებთან ერთად, გააკეთა ნახევარ საათიანი ხორუმი, რომელიც ფონად გაჰყვება სპორტსმენების აღლუმს, როცა ქვეყნები შემოდიან და იწყებენ მონაწილეობას ოლიმპიადაში, ემზადებიან ფიცის დადებისთვის“, – აღნიშნა ბაკურ ბაკურაძე.

საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს – „ბაკურიანი 2025″-ს 9-16 თებერვალს უმასპინძლებს. ფესტივალის განმავლობაში საქართველოს 45 ქვეყნიდან 1000-მდე სპორტსმენი ეწვევა. „ბაკურიანი 2025″-ის ფარგლებში, ზამთრის სპორტის 8 სახეობაში შეჯიბრებები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში გაიმართება.

ასევე იხილეთ