leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვიქტორ ორბანი: ტრამპის ტორნადომ მსოფლიო სულ რაღაც რამდენიმე კვირაში შეცვალა, ერა დასრულდა

“ტრამპის ტორნადომ მსოფლიო სულ რაღაც რამდენიმე კვირაში შეცვალა”,– ამის შესახებ შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მადრიდში, ევროპული ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერების სამიტზე განაცხადა.

“ტრამპის ტორნადომ მსოფლიო სულ რაღაც რამდენიმე კვირაში შეცვალა, ერა დასრულდა. გუშინ ჩვენ მათთვის ერეტიკოსები ვიყავით, დღეს ჩვენ მეინსტრიმი ვართ”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, “ბრიუსელის გამო, ევროპა მოიცვეს არალეგალმა იმიგრანტებმა”. მისივე თქმით, ევროპის მოსახლეობის ჩანაცვლება არის არა კონსპირაციული თეორია, არამედ ნამდვილი პრაქტიკა.

“დღეს პროგრესული გლობალური ელიტა იპარავს ევროპას ევროპელებისგან”, – თქვა ორბანმა.

მადრიდში გამართული ევროპული ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერების სამიტის სლოგანი იყო – „გავხადოთ ევროპა კვლავ დიადი”.

ასევე იხილეთ