leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბენიამინ ნეთანიაჰუ: დონალდ ტრამპი ისრაელის ყველაზე დიდი მეგობარია

დონალდ ტრამპი ისრაელის ყველაზე დიდი მეგობარია, – ეს განცხადება ტელეკომპანია „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა. ისრაელის პრემიერი ამბობს, რომ შტატების ახლანდელ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი ცვლილებები არამარტო ამერიკა-ისრაელის ურთიერთობაში შეაქვს, არამედ ის ყველაფერს აკეთებს გლობალური უსაფრთხოებისთვის.

„ვფიქრობ, დონალდ ტრამპი ისრაელის ყველაზე დიდი მეგობარია, ვინც კი ჩვენს ქვეყანას თეთრ სახლში ჰყოლია. მას უდიდესი ცვლილებები შეაქვს ამერიკა-ისრაელის ურთიერთობებში. ის არის დიადი ლიდერი როგორც საკუთარი ქვეყნისთვის, ისე მსოფლიოსთვის, ჩვენ გვაქვს საერთო პრობლემა და ეს არის ირანის სწრაფვა ბირთვული იარაღის შექმნისკენ. ამის დაშვება არ შეიძლება და ისრაელის და აშშ-ის მოსაზრებები ამ საკითხში ერთნაირია. ჩვენი მოსაზრებები ემთხვევა ჰამასთან მიმართებაშიც. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დაჯგუფების ტყვეობაში მყოფები გავათავისუფლოთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ასევე იხილეთ