დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან 500 მილიონი დოლარის ღირებულების გარიგების დადება სურს
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, სურს, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უკრაინაში იშვიათ მინერალებსა და გაზთან წვდომაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გარიგება დადოს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა The New York Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ასეთი შეთანხმება მისაღები იქნება უკრაინის შესახებ ნებისმიერი პოტენციური სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში.
ცნობისთვის, ამავე ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი განიხილეს.