ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აშშ-ის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის სამმხრივ სამხედრო თანამშრომლობას აკრიტიკებს და კონტრზომების მიღებით იმუქრება
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი შეერთებული შტატების იაპონიისა და სამხრეთ კორეის სამმხრივ სამხედრო თანამშრომლობას აკრიტიკებს და კონტრზომების მიღებით იმუქრება. ცნობას სააგენტო „როიტერი“ ფხენიანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიმ ჩენ ინი მიიჩნევს, რომ ამერიკული სამხედრო ძლების განლაგება და იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან ერთად სამხედრო სწავლებები რეგიონში დისბალანსს იწვევს და უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.