leaderboard_below_slide
left_sabechdi

საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკოლა სარკოზის ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯურის ტარება დაეკისრა

საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკოლა სარკოზის ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯურის ტარება დაეკისრა. ცნობას ფრანგული გამოცემა „ლე მონდი“ ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ექს პრეზიდენტს, მთელი წლის განმავლობაში, საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლა დილის 8 -დან საღამოს 8 საათამდე შეეძლება.

როგორც ფრანგული გაზეთი წერს, საფრანგეთში სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის მიმართ გამოყენებული ეს ზომა უპრეცედენტოა.

2021 წლის მარტში საფრანგეთის პროკურატურამ სარკოზი კორუფციის და ვაჭრობის საქმეზე გავლენის ბრალით დამნაშავედ ცნო. 2023 წელს მან სასამართლოში სააპელაციო საქმე წააგო, 2024 წელს კი საკასაციო სასამართლომ მასთან დაკავშირებული განაჩენის სისრულეში მოყვანის განკარგულება გასცა.

ასევე იხილეთ