leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი გაბუნია FARA-ს ანალოგზე: ამერიკამ ამ კანონის დამსახურებით მოახერხა და საგარეო გავლენებისგან ყველაზე კარგად დაიცვა თავი

“ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამერიკამ ამ კანონის დამსახურებით მოახერხა და საგარეო გავლენებისგან ყველაზე კარგად დაიცვა თავი. შესაბამისად ზუსტად ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეს გამოცდილება”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ FARA-ს ანალოგზე საუბრისას.

„დასავლეთის ქვეყნებიდან საქართველოში უკვე ძალიან ბევრი წელია შემოდის ათეულობით მილიონი დოლარი და ევრო პოლიტიკაში. ჯერ ერთი აკრძალულია ქართული კანონმდებლობით პირდაპირი დაფინანსება პოლიტიკური პარტიების და ხდება ამ ფულის შემოდინება კანონმდებლობის გვერდის ავლით და ხდება ამ ფულის არაკეთილსინდისიერად და ცუდი ზრახვებით გამოყენება. საქართველოს უმთავრესი მიზანია, რომ თავი დაიცვას ამ გარე უხეში ჩარევებისგან და ცუდი გავლენებისგან“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

ასევე იხილეთ