პოლონეთში სპორტული კარატეს ევროპის 52-ე ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა კარატისტმა სალომე ქაქუთიამ (კუმიტე, 47კგ) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იტალიელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
ის პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც სპორტულ კარატეში ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვება შეძლო.
ქართველი კარატისტები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.