leaderboard_below_slide
left_sabechdi

ქართული სპორტული კარატეს ისტორიაში პირველად ქართველმა სპორტსმენმა გოგონამ მედალი მოიპოვა

პოლონეთში სპორტული კარატეს ევროპის 52-ე ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა კარატისტმა სალომე ქაქუთიამ (კუმიტე, 47კგ) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იტალიელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ის პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც სპორტულ კარატეში ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვება შეძლო.

ქართველი კარატისტები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ასევე იხილეთ