leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან დავითაშვილი 6-მილიარდიან ინვესტიციაზე: რომ არა არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის უშუალო მონდომება და გადაწყვეტილება, პროექტი ამ ფაზამდე ვერ მივიდოდა

„რომ არა არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის უშუალო მონდომება და გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ეს პროექტი ამ ფაზამდე ვერ მივიდოდა. ახლა ჩვენ უკვე განხორციელების ეტაპზე გადავდივართ”, – განუცხადა „იმედის კვირას“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომელმაც აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე და ქვეყნისთვის 6-მილიარდიანი ინვესტიციის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება ტექნიკურ დონეზე. ამას დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს საფუძვლად. რომ არა არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის უშუალო მონდომება და გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ეს პროექტი ამ ფაზამდე ვერ მივიდოდა. ახლა ჩვენ უკვე განხორციელების ეტაპზე გადავდივართ. 2024 წლის განმავლობაში არაერთი რაუნდი გვქონდა ამ პროექტის განვითარების მიმართულებით, უშუალოდ პრემიერი იყო დაინტერესებული და უშუალო მხარდამჭერი, რომ ეს პროექტი გამოსულიყო“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილი საუბრობს იმ წინსვლაზეც, რაც გასული ერთი წლის ქვეყანას ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართულებით აქვს. იგი აღნიშნავს აეროპორტის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობასაც.

„საუბარი იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელიც გეგმაზომიერად მიმდინარეობს. სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს კვლევით სამუშაოებზე, პირველი სანავიგაციო კვლევები დავასრულეთ“, – დასძინა დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ანაკლიის პროექტზე სხვადასხვა ფორმით ისინი უკვე წლებია მუშაობენ.

„საბოლოო მოდელი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ალბათ, ყველაზე უფრო შედეგიანია. ჩვენ ინტენსიურად დავიწყეთ საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ეს დაიწყო 2024 წლის სექტემბერში. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ დროის დაკარგვის გარეშე, 2028 წელს ეს მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი უკვე ოპერირებადი იყოს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ასევე იხილეთ