leaderboard_below_slide
left_sabechdi

პაატა სალია: ის რადიკალიზმი, ის მოქმედებები, რასაც ქუჩაში ვხედავთ, ნელ-ნელა ჩაცხრება

„აქაურ ორგანიზაციებს, რომლებიც ფულად გრანტებს USAID-ისგან იღებდნენ, დახმარება შეუჩერდებათ და შესაბამისად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის რადიკალიზმი, ის მოქმედებები, რასაც ქუჩაში ვხედავთ, ნელ-ნელა ჩაცხრება”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ USAID-თვის შეჩერებულ დაფინანსებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ტრამპის ადმინსიტრაციამ პირველივე დღეებში მიიღო გადაწყვეტილება, რომ USAID-ის დაფინანსება 90 დღით შეეჩერებინა, სანამ ვითარება გაირკვევოდა.

„როგორც ჩანს, გაცილებით სწრაფად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ვიდრე ეს 90 დღე არის. ცხადია, აქაურ ორგანიზაციებს, რომლებიც დახმარებას, ფულად გრანტებს USAID-ისგან იღებდნენ, ეს დახმარება შეუჩერდებათ და შესაბამისად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის რადიკალიზმი, ის მოქმედებები, რასაც ქუჩაში ვხედავთ, ნელ-ნელა ჩაცხრება“, – აღნიშნა სალიამ.

ასევე იხილეთ