პაატა სალია ოპოზიციონერ დეპუტატებზე: ვფიქრობ, მათთვის ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მიიღო გადაწყვეტილება, დაეკმაყოფილებინა მათი განცხადებები და მათთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
„ვფიქრობ, მათთვის ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მიიღო გადაწყვეტილება, დაეკმაყოფილებინა მათი განცხადებები და უფლებამოსილება შეეწყვიტა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციის სამომავლო გეგმაზე საუბრისას.
კითხვაზე, წავა თუ არა ოპოზიცია პოლიტიკური პროცესების გამწვავებაზე, სალიამ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, აქვს თუ არა ოპოზიციას რაიმე კონკრეტული გეგმა.
„ვფიქრობ, მათთვის ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მიიღო გადაწყვეტილება, დაეკმაყოფილებინა მათი განცხადებები და უფლებამოსილება შეეწყვიტა. დიდი ალბათობით, ისინი მას არ მოელოდნენ. დღევანდელ ვითარებაში ერთად ერთი გზა მართლაც ქუჩის აქციები რჩება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამის რესურსიც აღარ არის.
რაც შეეხება ოპონირებას, ჩვენ მათი მხრიდან არ გვახსოვს კონსტრუქციული ოპონირება ამა თუ იმ კანონთან, ან საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით. ჩვენ ქუჩიდან კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ნამდვილად არ ველოდებით“, – განაცხადა პაატა სალიამ.