leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტერფის კვლევა თანამედროვე მეთოდებით

სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს წლებია ულტრათანამედროვე მეთოდებით ტერფის კვლევასა და დიაგნოსტიკას სთავაზობს. სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია, ანუ ტერფის კომპიუტერული კვლევა, რომელიც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც გულისხმობს უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის გამოკვლევას. მიღებული მონაცემების საფუძველზე კი ვლინდება ტერფის შემდეგი მახასიათებლები:

  • ტერფის ფორმა;
  • თაღის სიმაღლე;
  • ტერფის ღერძი;
  • ყრდნობის უბნები;
  • ბიჯის დროს განვითარებული წნევა და ძალა;
  • ბიჯის შესრულებისთვის გამოყენებული დრო და სხვ.

ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი, რაც იძლევა საშუალებას, დაისვას სწორი დიაგნოზი და დამზადდეს ინდივიდუალური, უშუალოდ პაციენტის ტერფზე მორგებული ღაბაში, რომელიც უფრო ეფექტურია ყოველი ინდივიდუალური პრობლემის მკურნალობის პროცესისთვის. ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა და სკანირება პათოლოგიის არსებობისა და ტერფის დეფორმაციის ზუსტი ხარისხის დადგენის საშუალებას გვაძლევს – შესაბამისად, ტერფთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციისთვის ტერფის კვლევისა და დიაგნოსტიკის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია,  განსაკუთრებით კი ბრტყელტერფიანობის დროს. ტერფთან დაკავშირებული პრობლემები ძვალ-სახსროვანი სისტემებისა და მთელი კონსტრუქციის ცვლილებას იწვევს.  მნიშვნელოვანია, რომ ტერფის დარღვევებს ბავშვობიდანვე სათანადო ყურადღება მიექცეს, რადგან დროულად დაწყებული მკურნალობა აგაცილებთ დაავადების პროგრესირებასა და შემდგომში იმ გართულებებს, რასაც ტერფის დეფორმაციები იწვევს.

ასევე იხილეთ