წელის ტკივილი ძირითადად, ცხოვრების არასწორ წესთან, პროფესიულ საქმიანობასთან ან კონკრეტულ დაავადებასთან არის კავშირში. თუ, ის რაიმე დაავადებით არ არის გამოწვეული მისი მართვა და კონტროლი სახლის პირობებშიც შესაძლებელია. წელის ტკივილის გამომწვევ მიზეზებს შორის ხშირია:
- ხანგრძლივად მუშაობა კომპიუტერთან ან ავტომობილის მართვა;
- დიდ ფიზიკურ დატვირთვასა და სტრესებთან დაკავშირებული სამუშაო;
- ჭარბი წონა;
- სიმსივნე;
- ინფექცია;
- ართრიტი და სხვ.
ამ მიზეზების გამო ხშირია ორთოპედიული კორსეტებისა და ქამრების გამოყენება. ეს პროდუქტები წელის ტკივილის შემცირებას ეხმარება და ხერხემლის ანატომიური მდგომარეობის აღდგენასაც უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მას ატარებენ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიები, ზურგის სვეტის დაზიანებები, თეთრი ხაზის ან მალთაშუა დისკის თიაქარი, ოსტეოპოროზი და რადიკულიტი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- ზურგის კორსეტი – ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული, მისი ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ეს პროდუქტი ზურგს ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს .
- წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, პლასტმასის ჩანართები და დამატებითი ღვედი აძლიერებს ფიქსაციას. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
- გულ-მკერდის კორსეტი – იცავს მკერდის ძვალს გულ-მკერდის ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ასევე გამოიყენება მკერდის ძვლის მოტეხილობის დროს. დამზადებულია 100%-იანი ბამბის ელასტიური მასალისგან, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის მოძრაობას.