ვარიკოზის მოვლის ორთოპედიული საშუალებები
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
ვარიკოზული დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმა ქვედა კიდურებში ვენების ვარიკოზული გაგანიერებაა. ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობის სამი მეთოდია ცნობილი: ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, სკლეროთერაპია და მედიკამენტების გამოყენება. გარდა ამისა, ფართოდ გამოიყენება ლიმფოდრენაჟული მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა და სამკურნალო კომპრესიული ტრიკოტაჟი. ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეს პრობლემა აწუხებთ, აქტიურად იყენებენ ვარიკოზის წინდებს, რომლებიც ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს. სამკურნალო წინდები ძირითადად ექიმის მიერ პრობლემის სირთულის მიხედვით ინიშნები. მსუბუქი კომპრესიის წინდების გამოყენება კი დანიშნულების გარეშეც შეგიძლიათ, პროფილაქტიკის მიზნით. სამკურნალო წინდები ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი – გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე. წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
- მუხლამდე წინდა – გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
- ანტი-თრომბოემბოლური წინდა (მაღალყელიანი) – გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
- ვარიკოზის მაღალყელიანი წინდა – COTTON-ის ქვებრენდის ამ პროდუქციის შიდა მხარისთვის გამოყენებულია სპეციალური ბამბის ქსოვილი, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს კლიმატის მკვეთრი ცვალებადობის დროს. წინდები არის შავი და კარამელისფერი.
ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. კომპრესიულ ტრიკოტაჟში განარჩევენ რამდენიმე კლასს. პირველი კლასის გამოყენება შეიძლება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავადების მსუბუქი ფორმის დროს. რაც შეეხება დანარჩენ კლასებს, მათ აქვთ სამკურნალო დანიშნულება და ინიშნება უშუალოდ ექიმის მიერ.