სამკურნალო მასაჟი თერაპიული ტექნიკაა,რომელიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად,სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ზოგადი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. სარეალაქსაციო მასაჟებისაგან განსახვავებით,სამედიცინო მასაჟი მორგებულია დაზიანების კონკრეტულ უბნებზე. მისი ეფექტურობის მაღალი მაჩვენებელი, მას სარეაბილიტაციო მოვლის სასიცოცხლო კომპონენტად აქცევს.
სამკურნალო მასაჟის ეფექტურობა შემდეგში მდგომარეობს:
- სამკურნალო მასაჟის ერთ-ერთი უპირატესობა, ქრონიკული ტკივილის შემსუბუქების უნარია. ტკივილი, იქნება გამოწვეული ართრიტისგან, ფიბრომიალგიისაგან თუ სხვა ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაზიანებისგან, მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს. კონკრეტულ უბანზე ზემოქმედებით მიიღება ისეთი ეფექტები, როგორიცაა ანთების შემცირება, ტკივილის შემსუბუქება,სისხლის ნაკადის გაძლიერება. ეს არა მხოლოდ ხსნის დისკომფორტს, არამედ აძლიერებს სხეულის ბუნებრივ სამკურნალო პროცესებს. მაგ: წელის ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტებში, სამკურნალო მასაჟი ერთ-ერთი ძირითადი მკურნალობის მეთოდია. კვლევებმა აჩვენა, რომ რეგულარულ მასაჟს შეუძლია შეამციროს ტკივილის დონე და გააუმჯობესოს მოქნილობა. მისი შედეგები ხშირად აღემატება მედიკამენტოზური თერაპიისა და ფიზიკური თერაპიის შედეგებს.
- სამკურნალო მასაჟის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეფექტი სისხლის მიმოქცევის გაძლიერებაა. მასაჟი, სისხლძარღვების სტიმულირებით ზრდის ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ნაკადს ქსოვილებში. გაუმჯობესებული ცირკულაცია ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას, კუნთებისგან ტოქსინების გამოთავისუფლებას, ამცირებს სიმტკიცეს და ახდენს დაზიანებების პრევენციას. განსაკუთრებით სასარგებლოა პაციენტებისათვის, რომლებიც გადიან პოსტტრავმულ ან პოსტოპერაციულ პერიოდს. პოსტოპერაციულ სამედიცინო მასაჟს შეუძლია შეამციროს ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნა, გააუმჯობესოს მოქნილობა და დააჩქაროს აღდგენის პროცესი.
- მიუხედავად იმისა, რომ სამკურნალო მასაჟი უპირველეს ყოვლისა ფიზიკური ჯანმრთელობის ხელშემწყობია, მას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. ის ხელს უწყობს რელაქსაციას, ამცირებს ორგანიზმში კორტიზოლის დონეს და ასტიმულირებს ენდორფინების გამომუშავებას. მაგ: დაძაბულობის (მოჭერითი) თავის ტკივილის მქონე ადამიანები,ხშირად სწორედ სამკურნალო მასაჟით პოულობენ შვებას,რადგან თერაპია მიმართულია კისრის,მხრებისა და თავის კუნთების რელაქსაციისაკენ.
- ხშირად, ფიზიოთერაპიასთან ერთად, სამკურნალო მასაჟიც ჩართულია რეაბილიტაციის გეგმაში. დაზიანებულ კუნთებსა და მიმდებარე ქსოვილებზე მუშაობით, მასაჟი ხელს უწყობს შეშუპების შემცირებას და მოქნილობის გაუმჯობესებას. სპორტულ მედიცინაში მკურნალობის ეს კომპლექსური მეთოდი განსაკუთრების პოპულარულია.
- სამკურნალო მასაჟის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ასპექტი მისი ინდივიდუალური მორგების შესაძლებლობაა. სტანდარტული მასაჟებისაგან განსხვავებით,სამკურნალო მასაჟი მიზანმიმართული მკურნალობის ტექნიკაა.
სამკურნალო მასაჟი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სარელაქსაციო საშუალება. ის დადასტურებული თერაპიული მეთოდია, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს აღდგენა და დაეხმაროს პაციენტს ტკივილის მართვაში. როგორც ყოვლისმომცველი მკურნალობის გეგმის ნაწილი,სამედიცინო მასაჟი გთავაზობთ მედიკამენტების ან ქირურგიული ჩარევის უსაფრთხო,არაინვაზიურ ალტერნატივას,რაც მას თანამედროვე ჯანდაცვის აუცილებელ ნაწილად აქცევს.