leaderboard_below_slide
left_sabechdi

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომის ნაწილში ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა

„ტავ ჯორჯიას“ ინვესტიციით,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების მომსახურებისთვის დამატებითი სადგომები მოეწყო და ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა უკვე არსებული სადგომების ნაწილს.

პროექტის ფარგლებში, 18 000 მ2 ფართობზე  დიდგაბარიტიანი (Wide-body), ICAO-ს სტანდარტით „F“ და „E“ კოდების მქონე საჰაერო ხომალდების ახალი  სადგომი მოეწყო. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 12 500 მ2   ტერიტორიას, რომელიც  საშუალოგაბარიტიანი (Narrow-body), ICAO-ს სატანდარტებით „C“ კოდის მქონე თვითმფრინავებისთვის არის გათვლილი. რეაბილიტირდა  3 500 მ2  ტერიტორიაზე განთავსებული ვერტმფრენების სადგომიც.

აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში „ტავ ჯორჯიამ“ ინვესტიციის სახით ჩადო 6,5 მილიონი ლარი. ბოლო 20 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია დღეის მდგომარეობით 225 000 000 ამერიკულ დოლარს აღწევს.

ასევე იხილეთ