გენერატორი საწვავს გარდაქმნის ელექტროენერგიად და გამოყენებადია ყველგან, სადაც შეუძლებელია სტაციონალურ ქსელთან მიერთება. ასეთებია, მაგალითად: სამხედრო, ტურისტული, სამთო-მომპოვებელი, სამშენებლო და სხვა ობიექტები.
გენერატორის საჭიროება აუცილებელია ისეთ ვითარებაში, სადაც დაუშვებელია ელ.ენერგიის მიწოდების შეწყვეტა თუნდაც რამდენიმე წუთით, მაგალითად – საავადმყოფოებში, მონაცემთა ცენტრებში, მაღალი დაცვის ობიექტებზე, სავაჭრო ცენტრებში, სპორტულ-გასართობ ღონისძიებებზე და სხვა.
გარდა ამისა, ის ხშირად გამოიყენება ელექტროენერგიის ალტერნატიულ წყაროდ ისეთ ლოკაციებზე, სადაც დენის გათიშვა ფინანსურ დანაკარგს იწვევს. მაგალითად, ავტოგასამართ სადგურებზე, სამშენებლო მოედნებზე, მცირე კომერციულ ობიექტებზე და ა.შ.
სად შევიძინოთ გენერატორი?
გენერატორების საუკეთესო არჩევანი აქვს TMG Power Georgia-ს, რომელიც გახლავთ ლიდერი კომპანია ელექტროენერგიის გენერაციასა და მომსახურების სერვისების განხორციელებაში.
TMG Power Georgia-ში შეგიძლიათ შეიძინოთ დიზელის გენერატორი, რომელიც ნებისმიერ თქვენს საჭიროებას დააკმაყოფილებს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის გენერატორებს, რომლებიც გამოირჩევა ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადითა და სანდოობით. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ 2-დან 2000 კვტ-მდე სიმძლავრის გენერატორები საუკეთესო ფასად.
პორტატული და სტაციონალური გენერატორები
თუ გენერატორის გადაადგილება ხშირად გიწევთ, ამ შემთხვევაში პორტატული გენერატორი კარგი გამოსავალია, თუ ძირითადად ერთსა და იმავე ადგილას გჭირდებათ – მაშინ სტაციონალური გენერატორი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
როგორი პირობებია საჭირო გენერატორის გამართული მუშაობისთვის?
გენერატორის შერჩევის შემდეგ, მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიოთ მისი სამონტაჟო ადგილი, რადგან ეს ფაქტორი უდიდეს გავლენას ახდენს მის გამართულ მუშაობასა და უსაფრთხოებაზე. ამაში TMG Power Georgia-ს სერტიფიცირებული პერსონალი დაგეხმარებათ.
ქვემოთ ჩამოთვლილია ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ მისი დამონტაჟების დროს:
- სივრცე დიზელ გენერატორის ირგვლივ, აგრეგატის გაგრილებისა და მომსახურებისათვის უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრისა, ხოლო მის ზევით 2 მეტრი.
- თავისუფალი ფართი ვენტინალაციისთვის – შემავალი და გამავალი სავენტილაციო ღიობი
- ბუნებრივი ფაქტორებისგან დაცვა – წვიმა, თოვლი, წყალდიდობა, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება, ყინვა, გადამეტებული სიცხე
- დაცვა ისეთი ტიპის დაბინძურებისგან, რომელთა გავრცელება გამოწვეულია ჰაერის მასების მოძრაობით, მტვერით, კვამლით, ძრავის გამონაბოლქვით და სხვა.
გარდა ამისა, აუცილებელია გენერატორის რეგულარული ტექნიკური დათვალიერება. თავის დროზე არ/ვერ აღმოჩენილი ხარვეზი, უარყოფითად მოქმედებს დანადგარის გამართულობაზე. კრიტიკულ ვითარებაში, ელექტროენერგიის მოწოდების წყვეტის დროს, მან შეიძლება ვერ მოახერხოს ძირითადი დანიშნულების შესრულება! ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ გენერატორს დროულად ჩაუტარდეს გეგმიური სერვისები.