UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი მზადაა, საკუთარი ქამარი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლაში დაიცვას, – ამის შესახებ 29 წლის მებრძოლმა სოციალური ქსელის, X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„მე მსურს მერაბთან ბრძოლა, 2025 წელი ლეგენდარული იქნება“, – დაწერა ო’მალიმ.
ამერიკელმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი 2023 წლის აგვისტოში ალჯამეინ სტერლინგის დამარცხების შემდეგ მოიპოვა, ხოლო ერთი კვირის წინ ტიტული მარლონ ვერასთან დაპირისპირებაში დაიცვა.
რაც შეეხება დვალიშვილს, ქართველ მებრძოლს UFC-ში ზედიზედ 10 გამარჯვება აქვს. ბოლოს მან ორგანიზაციის ორი წონის ყოფილ ჩემპიონს, ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელს, ჰენრი სეხუდოს სძლია.
I WANT MARAB. 2025 will be legendary ✌🏽
— Sean O'Malley (@SugaSeanMMA) March 15, 2024