leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ზარქუა ჯო უილსონზე: მადამ მავნებელს ალბათ კარგი ფასი გადაახდევინა ტრამპის ინაუგურაციის ბილეთში, მაგრამ ხაზარაძე მგონი დასაჯა. იმ გიჟს, ვაშაძეს მგონი საერთოდ კალათბურთის ბილეთი მიჰყიდა

„მადამ მავნებელს ალბათ კარგი ფასი გადაახდევინა ტრამპის ინაუგურაციის ბილეთში, მაგრამ ხაზარაძე მგონი დასაჯა. იმ გიჟს, ვაშაძეს მგონი საერთოდ კალათბურთის ბილეთი მიჰყიდა“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილი დაპატიჟა, ინაუგურაციაზე ბილეთების გაყიდვით ფულს შოულობდა.

„თავის „ტვიტერს“ ხომ აქირავებდა. ჩვენ საიდან გავიგეთ, იცით, ეს? FARA-შია დარეგისტრირებული, რომ თურმე კეზერაშვილი ათას დოლარს უხდიდა იმაში, რომ რაიმე დაეწერა ქართველი ხალხის და ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. მადამ მავნებელს ალბათ კარგი ფასი გადაახდევინა [ტრამპის ინაუგურაციის] ბილეთში, მაგრამ ხაზარაძე მგონი დასაჯა. იმ გიჟს, ვაშაძეს მგონი საერთოდ კალათბურთის ბილეთი მიჰყიდა. მგონია, რომ ვაშაძემ უნდა უჩივლოს მას, რადგან კალათბურთის თამაშზე მიიწვია და იქიდან ერთვებოდა დაღვრემილი სახით.

აღმოჩნდა, რომ დროშებსაც ყიდის. ეს არის თქვენი ავტორიტეტული რესპონდენტი. კიზინგერი გახსოვთ? „ტვ პირველის“, „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ მუდმივი [რესპონდენტი] რომ იყო და მორალს გვიკითხავდა?! საერთოდ გააგდეს და მტირალა უწოდა ახალმა პრეზიდენტმა. გონჩარენკო გახსოვთ? აქ რომ გვმოძღვრავდა. ჰკითხეთ აბა, საკუთარ ქვეყანაში რატომ არ ომობს?! სენატორი მენდესი რომ აამხედრეს ჩვენს წინააღმდეგ, ამერიკულმა სასამართლომ დაიჭირა ღალატისთვის, მექრთამეობისთვის და კორუფციისთვის. ასეთი ხალხი ჰყავდათ [ოპოზიციურ მედიას] რესპონდენტებად და ჩვენ გვმოძღვრავდნენ“, – აღნიშნა ზარქუამ.

 

ასევე იხილეთ