„რაც ოპოზიციაა, ის ლიდერია“, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს ექს-პრეზიდენტის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ საკმარისი ასოებითაა ჩაწერილი მსოფლიოს ისტორიაში და ეცოდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ამ გაუბედურებულ ქვეყანაში რაიმე თანამდებობის დაკავებაში მისი კონკურენტია. ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობს სააკაშვილის იმ განცხადებაზეც, სადაც ასევე მოუწოდა ოპოზიციას გააქტიურებისკენ, რამაც მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
„რაც ოპოზიციაა, ის ლიდერია. როცა კრიმინალი, წამების სისტემის შემქმნელი გყავს ლიდერად, გასაგებია რა ოპოზიციასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი მე რაიმე შიდა დინებები აქვთ თუ არა, მაგრამ ერთი უბედურებაა საერთო ჯამში ჩვენი ოპოზიცია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.