მაიკლ უოლცი: USAID-ის საქმიანობა ხშირად არ შეესაბამება აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებს და ფულადი რესურსების უაზროდ ხარჯვას იწვევს
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკლ უოლცმა დაიცვა USAID-ის დახურვასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გეგმა.
მისი განცხადებით, სააგენტოს საქმიანობა ხშირად არ შეესაბამება აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებს და ფულადი რესურსების უაზროდ ხარჯვას იწვევს.
უოლცმა განაცხადა, რომ USAID-ის პროგრამები არ არის მიმართული აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების დაცვაზე, როგორიცაა ჩინეთის გავლენის შეზღუდვა.
„ისინი უამრავ ისეთ საკითხზე მუშაობენ, რომლებიც, გულახდილად რომ ვთქვათ, არც სტრატეგიულ ინტერესებს ემთხვევა და არც პრეზიდენტის ხედვას“, – აღნიშნა უოლცმა.
მისი თქმით, USAID-ის დაფინანსება ხშირად არასწორად ნაწილდება და შეჭირვებულ ადამიანებამდე თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს.
„ძალიან ხშირად, დოლარიდან მხოლოდ ცენტები აღწევს მათ, ვისაც დახმარება ნამდვილად სჭირდება. ფული იხარჯება დიდ კონტრაქტორებზე, ქვეკონტრაქტორებსა და ადგილობრივ მიმწოდებლებზე, რის გამოც რესურსები არამიზნობრივად იხარჯება. ამიტომ საჭიროა ამის გადახედვა და სწრაფად მოქმედება, რაც უკვე დაწყებულია“, – დასძინა მან.