leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო სუვერენიტეტს მუდმივი საფრთხე ემუქრება, მაგრამ ჩვენ წარმატებით ვიცავთ დემოკრატიას გამოწვევებისგან

„ჩვენ ამ ქვეყანაში დემოკრატიისთვის 2012 წლიდან ვიბრძვით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალთან, Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა და მფლობელმა, როჯერ კოპელმა ჩაწერა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2004 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში დემოკრატია არ არსებობდა, თუმცა ყოფილი ხელისუფლება, სააკაშვილის მთავრობა დემოკრატიული ხელისუფლების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად იყო აღწერილი.

„დემოკრატია მუდმივად საფრთხის ქვეშაა და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ მუდმივად უნდა ვიბრძოლოთ ამ ქვეყანაში დემოკრატიის შესანარჩუნებლად.

2004 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში დემოკრატია არ არსებობდა, მაგრამ ყოფილი ხელისუფლება, სააკაშვილის მთავრობა დემოკრატიული ხელისუფლების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად იყო აღწერილი.

მე აღვნიშნე ბევრი დანაშაული, რომელსაც ისინი ჩადიოდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამიტომ არ იყო დემოკრატია. მაგრამ საერთაშორისო მედია, მრავალი საერთაშორისო პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, სააკაშვილის მთავრობას კვლავაც აღწერს, როგორც დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს.

ჩვენ ამ ქვეყანაში დემოკრატიისთვის 2012 წლიდან ვიბრძვით. მე ვისაუბრე საზღვარგარეთიდან ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხელისუფლების შეცვლის მცდელობებზე.

რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა ნიშნავს, რომ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. სახელმწიფო სუვერენიტეტს მუდმივი საფრთხე ემუქრება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ წარმატებით ვიცავთ დემოკრატიას გამოწვევებისგან“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე იხილეთ