ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სამყარო ბევრად უფრო მშვიდობიანი იქნება
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სამყარო ბევრად უფრო მშვიდობიანი იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა და მფლობელმა, როჯერ კოპელმა ჩაწერა.
პრემიერის თქმით, სამყარო დღეს საკმაოდ პროგნოზირებადია, პოლიტიკური მოვლენები კი, არაპროგნოზირებადი.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიო დიდი პრობლემების წინაშე იდგა, განსაკუთრებით ომის და მშვიდობის საკითხთან დაკავშირებით. მომდევნო ოთხი წლის შემთხვევაში უფრო მშვიდობიანი უნდა იყოს. ასე რომ, ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი არის, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიოში ნაკლები დაძაბულობა იქნება. სამყარო ამ მომენტში საკმაოდ პროგნოზირებადია. პოლიტიკური მოვლენები საკმაოდ არაპროგნოზირებადი. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ომი დასრულდება და მსოფლიო იქნება უფრო მშვიდობიანი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.