leaderboard_below_slide
left_sabechdi

ეკა სეფაშვილი: კანონები მიმართულია არა შეკრებისა და აზრის გამოხატვის წინააღმდეგ, არამედ მათი გამოხატვის ძალადობრივი მეთოდების წინააღმდეგ

პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი, პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი მმართველი გუნდის მიერ დაინიცირებულ ახალ კანონპროექტებს მედიასთან გამოეხმაურა.

დეპუტატმა განაცხადა, რომ ახალი კანონებით არანაირი საფრთხე არ ემუქრება აზრის გამოხატვასა და შეკრების თავისუფლებას.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტები მიმართულია აზრის გამოხატვისა და შეკრებების დროს ძალადობრივი ქმედებებისგან თავის არიდების მიზნით.

„შეკრება-მანიფესტაციას ანუ აზრის თავისუფალ გამოხატვას და მედიის თავისუფლებას ამ კანონების მიხედვით არანაირი პრობლემა არ შეექმნება იმიტომ, რომ ეს კანონები მიმართულია არა შეკრებისა და აზრის გამოხატვის წინააღმდეგ, არამედ მათი გამოხატვის ძალადობრივი მეთოდების წინააღმდეგ. კანონები, თავისთავად, იმიტომ კი არ მიიღება რომ ვინმე დაისაჯოს, არამედ კანონს აქვს, უპირველეს ყოვლისა, პრევენციის მიზანი. რას ნიშნავს ეს? მოწინააღმდეგეები, რომლებიც ამ კანონების მიღებას აპროტესტებენ გვეუბნებიან – ჩვენ კანონი უნდა დავარღვიოთ და ამიტომ, ნუ იქნება კანონი მკაცრი, შეგვირბილეთ სადამსჯელო ღონისძიებებიო? ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია. კიდევ გავიმეორებ, ეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ეს არის აზრის გამოხატვის და შეკრების თავისუფლების გამოხატვის დაცვა ძალადობრივი მეთოდებისგან,“ – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა მედიასთან.

ასევე იხილეთ