მაკა ბოჭორიშვილი: მსოფლიო მთავრობათა სამიტი არის კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი, დღის წესრიგშია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც ეკონომიკური, ისე ორმხრივი ურთიერთობების განვითარების
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
მსოფლიო მთავრობათა სამიტი არის ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.
საქართველოს მთავრობის მეთაური მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც, 11-13 თებერვალს, არაბთა გაერთიანებული საამიროები ქალაქ დუბაიში მასპინძლობს.
„საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენლობითი დელეგაციები მონაწილეობენ ამ შეხვედრებში და მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მონაწილეობა და საქართველოს ხმის გაჟღერება აღნიშნული სამიტის ფარგლებში, ასევე ორმხრივი შეხვედრების გამართვა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, მაღალი დონის დელეგაციებთან. რა თქმა უნდა, აქცენტი, ძირითადად, კეთდება ეკონომიკურ თემებზე, თუმცა სამიტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ეკონომიკური თემების განხილვით, მის დღის წესრიგშია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რაც საქართველოსთვის ასევე აქტუალურია, როგორც ეკონომიკური, ისე ზოგადად ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნებთან,“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.