leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე კვირაში უკრაინას ტრამპის გუნდის წევრები ეწვევიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე კვირაში უკრაინას თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის გუნდის წევრები ეწვევიან. ამის შესახებ მან ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავებთ. ამ კვირაში პრეზიდენტ ტრამპის გუნდის ზოგიერთი სერიოზული წარმომადგენელი ჩამოვა უკრაინაში და ჩემს გუნდთან ცალკე შეხვედრები, საუბრები და მუშაობა გაიმართება“, – აცხადებს ზელენსკი. 

ამასთან, ზელენსკის თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მას ბევრი შეხვედრა ექნება, მათ შორის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან.

ასევე იხილეთ