კრიშტიანუ რონალდუმ კონტრაქტი გაახანგრძლივა საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრთან“, რის შესახებაც ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ თავის სოციალურ ქსელში დაწერა.
ახალი ხელშეკრულება მოქმედი იქნება 2026 წლის ზაფხულამდე. ოფიციალურად ამ გარიგების შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. ადრე იტყობინებოდნენ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელის ხელფასი ძველ დონეზე დარჩება და წელიწადში 200 მილიონ ევროს შეადგენს.
ასევე რონალდუ მიიღებს „ალ-ნასრის“ აქციათა ხუთ პროცენტს და ხმის უფლება ექნება კლუბისთვის პერსონალის შერჩევისას.
კრიშტიანუ „ალ-ნასრში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან 90 მატჩი ჩაატარა, 82 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.