leaderboard_below_slide
left_sabechdi

ორბანი: ლიბერალურმა გლობალურმა ელიტამ გამოიყენა აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული მთელ მსოფლიოში თავისი ფინანსური და იდეოლოგიური მიზნების მისაღწევად

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გამოაქვეყნოს დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ ანაწილებდნენ ამერიკული სამთავრობო უწყებები თანხებს ბოლო წლებში.

ორბანის თქმით, ლიბერალურმა გლობალურმა ელიტამ გამოიყენა აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული მთელ მსოფლიოში თავისი ფინანსური და იდეოლოგიური მიზნების მისაღწევად, დახმარების საფარქვეშ, მაგრამ სინამდვილეში, როგორც პოლიტიკური გავლენის იარაღი.

უნგრეთის მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ თანხები როგორც სოროსის მიერ მხარდაჭერილი ფონდებიდან, ასევე ამერიკის მთავრობის ბიუჯეტიდან მიემართებოდა მიგრაციის წახალისების, ოჯახის საწინააღმდეგო პოლიტიკისა და გენდერული იდეოლოგიის მხარდასაჭერად – ყოველივე ამას ჰქონდა მკაფიო პოლიტიკური მიზანი.

ასევე იხილეთ