11 თებერვალს ქუთაისში +12 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 1. ბათუმში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით 2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
მზიანი დღეა ფოთში. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -14 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. ამბროლაურში დღეს ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც, დღე უნალექოდ ჩაივლის.
მზიანი ამინდია ჭიათურაშიც. დღისით +8 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +7 იქნება, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -16 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში უნალექო დღე იქნება. დღისით +7 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც მზიანი დღეა. დღის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით -3, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.