leaderboard_below_slide
left_sabechdi

სპალეტიმ იტალიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

იტალიის ნაკრები მარტში შეკრებას ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლის, სადაც ამხანაგურ მატჩებსაც ჩაატარებს და შეიძლება ითქვას, რომ ევრო 2024-სთვის მზადებას დაიწყებს.

ლუჩანო სპალეტიმ “სკუადრა აძურაში” 28 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის, სამი დებიუტანტია – ვერონას ნახევარმცველი მაიკლ ფოლორუნშო, უდინეზეს თავდამსხმელი ლორენცო ლუკა და ტორინოს მცველი რაულ ბელანოვა.

იტალიის ნაკრები ამერიკაში ტესტ-მატჩებს ვენესუელისა და ეკვადორის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს.

იტალიის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: მარკო კარნეზეკი (ატალანტა), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი).

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ინტერი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), რაულ ბელანოვა (ტორინო), ალესანდრო ბონჯორნო (ტორინო), ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი), მატეო დარმიანი (ინტერი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა), დესტინი უდოჯი (უდინეზე).

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ჯაკომო ბონავენტურა (ფიორენტინა), მაიკლ ფოლორუნშო (ვერონა), დავიდე ფრატეზი (ინტერი), ჟორჟინიო (არსენალი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ლორენცო პელეგრინი (რომა).

თავდამსხმელები: ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), ლორენცო ლუკა (უდინეზე), რიკარდო ორსოლინი (ბოლონია), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ჯენოა), მატია ძაკანი (ლაციო), ნიკოლო ძანიოლო (ასტონ ვილა).

ასევე იხილეთ