leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. დუბაიში სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები მომავლის მთავრობათა ჩამოყალიბებაზე სასაუბროდ შეიკრიბებიან. სამიტის ძირითადი აქცენტები ეკონომიკურ სფეროს მოიცავს, თუმცა როგორც ცნობილია ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ირაკლი კობახიძის მეთაურობით არაერთ მაღალი დონის შეხვედრას გამართავს.

მსოფლიო მთავრობათა რიგით მეთორმეტე სამიტში 30-ზე მეტი მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის პირველი პირი და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობს.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამიტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ასევე იხილეთ